ამერიკელები
IMDB 8.3
შეაფასეთ ფილმი

ამერიკელები

THE AMERICANS
ფილმის სიუჟეტი

რეიგანის ზეობის ხანის ამერიკა. მსოფლიო ცივ ომშია ჩაძირული. პლანეტისათვის ბრძოლა სსრკ-ს და აშშ-ს შორის, მსოფლიო ჰეგემონიისთვის მიმდინარეობს. ცივი ომის ეპიცენტრში ჯაშუშები არიან მოქცეულნი, უსახელო, უცნობი ადამიანები, რომელთა მიზანიც მტრის ბანაკში შეღწევა და რაც შეიძლბა მეტი ინფორმაციის გამოტანაა. ამ მოცემულობით იწყება ნამდვილი ქაოსი, რომელიც ჯაშუშთა თამაშების მოყვარული მაყურებლისთვის ნამდვილი საჩუქარია. ისტორია  КГБ-ს აგენტ წყვილზე, რომლებიც ცოლ-ქმრის ყალბი ლეგენდით იწყებენ საკუთარ მისიას ვაშინგტონის გარეუბანში, რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში. სიტუაცია მაშინ იძაბება, როდესაც КГБ-ს ჯაშუშებს FBI-სთან მოუწევთ გადაკვეთა. მუდმივი ექშენი და დაძაბულობა, რომელიც არ ტოვებს მაყურებელს ,ითრევს ცივი ომის ეპიცენტრში, და ასევე ანახებს თუ როგორია ამ ყველაფრის მიღმა აგენტების ადამიანური სახე. მოკლედ თუ გიყვარს მუდმივი დაძაბულობა და ექშენი, ეს შენთვისაა.

FACEBOOK კომენტარები
ბოლოს ნანახი
ამერიკელები