სტენლი კუბრიკი
შეაფასეთ ფილმი

სტენლი კუბრიკი

ფილმის სიუჟეტი

სტენლი კუბრიკი (ინგლ. Stanley Kubrick; დ. 26 ივლისი, 1928, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 7 მარტი, 1999, ჰერპენდენი, ჰერტფორდშირი, ინგლისი) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, ცნობილი როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ნოვატორი კინემატოგრაფისტი

ბიოგრაფია

კუბრიკი სკოლაში ცუდად სწავლობდა, განსაკუთრებული ინტერესი მხოლოდ ჭადრაკის მიმართ ჰქონდა. 13 წლის ასაკში დაბადების დღეზე ნაჩუქარმა ფოტოაპარატმა მთლიამად შეცვალა მისი ცხოვრება, სერიოზულად დაინტერესდა ფოტოგრაფიით და 17 წლისამ დაიწყო მუშაობა ფოტოგრაფად. ფოტოგრაფიამ კუბრიკი სამუშაომ ხელოვნებით დააინტერესა, ის ჩაირიცხა კოლუმბიის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად, საარსებო თანხას ფულზე ჭადრაკის თამაშით შოულობდა.
კუბრიკი სრულწლოვანი გახდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას და მას, ისევე როგორც მის თაობას, აღელვებდა ბირთვული ომის საშიშროება. მას სურდა ამ თემაზე ფილმის გადაღება და ურჩიეს რომანი „წითელი საფრთხე“. კუბრიკმა დაიწყო ეკრანიზაციაზე მუშაობა ჯეიმზ ბ. ჰარისთან ერთად, რმომელიც მისი ბოლო სამი ფილმის პროდიუსერი იყო. კუბრიკმა ორმაცამდე პოლიტიკური და სამხედრო შინაარსის წიგნი შეისწავლა. მან გადაწყვიტა სერიოზულ წიგნის სატირულ ფილმად ქცევა. ფილმს „დოქტორი სტრეინჯლავი: ანუ როგორ გადავეჩვიე შიშს და შევიყვარე ბომბი“ ეწოდა. ფილმის გადაღება ტექნიკური და პოლიტიკური მიზეზების შეუძლებელი იყო აშშ-ში, ამიტომ კუბრიკი ინგლისში გადავიდა სამუშაოდ. კუბრიკმა მიიწვია პიტერ სელერსი, რომელთან თანამშრომლობა „ლოლიტაში“ წარმატებული გამოდგა ამ ფილმშიც და მას სამი სხვადასხვა როლი შეასრულებინა.
კუბრიკმა თავდაპირველად დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო. შემდეგ კი საკუთარი ხარჯებით მხატვრული ფილმების გადაღებას მიჰყო ხელი. ის თავად იყო საკუთარი ადრეული ფილმების რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი, მემონტაჟე და ხმის რეჟისორი. ჰოლივუდისკენ გზა მას პროდიუსერმა ჯეიმზ ჰარისმა გაუკვალა. კუბრიკის მხოლოდ პირველი ორი ფილმის იყო ორიგინალური სცენარით გადაღებული, ყველა სხვა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგენს. კუბრიკის მიერ ეკრანიზებულია ენტონი ბერჯესის, ვლადიმერ ნაბოკოვის, სტივენ კინგის, უილიამ თეკერეისა და სხვათა ნაწარმოებები. მას ასევე უმბერტო ეკოს რომანების ეკრანიზაციაც სურდა, თუმცა ავტორისგან თანხმობა ვერ მიიღო. რეჟისორი თავის ფილმებში დიდ ყურადღებას აქცევდა სპეციფიკურ მსხვილ ხედებს, იყენებდა პოპულარულ და კლასიკურ მუსიკას.

ფილმოგრაფია

1951 - ბრძოლის დღე (Day of the Fight)
1951 - მფრინავი პადრე (Flying Padre)
1953 - მეზღვაურები (The Seafarers)
 1953 - შიში და გატაცება    (Fear and Desire)
1955 - მკვლელის კოცნა    (Killer’s Kiss)
1956 - მკვლელობა    (The Killing) 
1957 - დიდების ბილიკები  (Paths of Glory)
1960 - სპარტაკი    (Spartacus)

1962 - ლოლიტა    (Lolita)

1964 - დოქტორი სტრეინჯლავი (Dr. Strangelove or: How I Learned to Stop Worrying and Love the Bomb)
1964 - ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის  
1968 - 2001: კოსმოსური ოდისეა (2001: A Space Odyssey)
    
1971 - მექანიკური ფორთოხალი (A Clockwork Orange)
1971 - Oscar საუკეთესო რეჟისორისთვის
1971 - Oscar საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის 
1971 - Golden globes საუკეთესო რეჟისორისთვის 
1972 - BAFTA საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ფილმისთვის
1972 - BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის


1975 - ბარი ლინდონი (Barry Lyndon)
1975 - ბაფტა საუკეთესო რეჟისურისთვის
1975 - ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის
1975 - ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის
1980 - ნათება (The Shining) 
  
1987 - სრულმეტალიკური გარსი (Full Metal Jacket) 


1999 - ფართოდ დახუჭული თვალებით    (Eyes Wide Shut)

  • ქვეყანა: აშშ
  • FACEBOOK კომენტარები
    ბოლოს ნანახი